Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაულის მსურველთა სია იზრდება

SportItalia-ს მტკიცებით, უდინეზეს გამთამაშებლის, როდრიგო დე პაულის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა გუნდმა, ლესტერმა გამოთქვა.

26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე იუვენტუსი, ლიდსი და ახლა უკვე ლესტერი მუშაობენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით ფეხბურთელს სერია ა-ში დარჩენა და ბიანკონერიში გადაბარგება სურს.

ანდრეა პირლოს თავის გუნდში დე პაულის ხილვა მართლაც სურს, თუმცა უდინეზეს მიერ მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდას გუნდი არ აპირებს და შესაძლოა ტრანსფერში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჩართოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.