Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაული:“ ამაყი ვარ, რომ ჩემი გაფორმება კონტეს სურს“

როდრიგო დე პაული მისი ინტერში შესაძლო გადასვლის შესახებ ხმებს გამოეხმაურა.

„კონტეს ჩემი გაფორმება სურს ? ძალიან საამაყოა, როდესაც ისეთი დონის მწვრთნელს, როგორიც ანტონიოა, შენი გაფორმება სურს.

„მე უდინეზეს კაპიტანი ვარ და ეს გუნდი ჩემთვის ოჯახივითაა. თუ რომელიმე გუნდის წინადადება მოვა, ამას ჩემი აგენტი განიხილავს, მე უშუალოდ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული.“

ინტერის გარდა, დე პაულს, რომელმაც მიმდინარე სეზონში 17 მატჩი ჩაატარა და 3 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, იუვენტუსსაც უკავშირებენ.

გათიშვა