Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაული ატლეტიკოს უახლოვდება

უდინეზეს კაპიტანი როდრიგო დე პაული სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად ითვლება და მისი გაფორმება იტალიურმა გრანდებმა არაერთხელ სცადეს, თუმცა La Repubblica-ს ინფორმაციით, მისი მომდევნო გუნდი უკვე საბოლოოდ გაირკვა.

წყაროს ინფორმაციით, დიეგო სიმეონეს მოთხოვნით ატლეტიკო მზად არის უდინეზეს მიერ მოთხოვნლი 27 მილიონი ევრო სრულიად გადაიხადოს და არგენტინელი ფეხბურთელი კარიერას ესპანეთის ჩემპიონების რიგებში გააგრძელებს.

დე პაულის ტრანსფერზე ბოლო პერიოდში იტალიური გუნდებიდან მილანი აქტიურობდა, მაგრამ როსონერიმ უდინეზეს მოთხოვნილი 40 მილიონის გადახდა ვერ მოახერხა.

გათიშვა