Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაული:“ ატლეტიკოში თამაში მსურს“

უდინეზეს გამთამაშებელმა, რომელიც გასული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მილანს, ინტერს და იუვენტუსს არაერთხელ დაუკავშირეს, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„იმ სახელით, მენტალობით და გამოცდილებით, რაც ახლა მაქვს, ესპანეთში დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი.

„ლა ლიგა ერთ-ერთი გამორჩეული ჩემპიონატია და თუ კარგ წინადადებას მივიღებ ამბიციურ პრიექტში, დიდი სიამოვნებით დავბრუნდები.

„ვიცი, რომ ატლეტიკოს მხრიდან გარკვეული ინტერესი იყო. სიმეონე მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტია და მისი ფეხბურთის ხედვა ჩემს სტილს შესანიშნავად ერგება.

„მათთვი ყველა ვარჯიში ოფიციალურ შეხვედრას ჰგავს, არგენტინაში ჩვენ ასეთი მიდგომით ვიზრდებით.

„ატლეტიკო გამორჩეული კლუბია, ამბიციური მიზნებით და თუ ოდესმე მათ რიგებში თამაში მომიწევს, ბედნიერი ვიქნები.“