Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაული:“ უდინეზეს ჩემს გაყიდვას არასოდეს მოვთხოვ“

უდინეზეს ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა, რომელსაც იუვენტუსს, ინტერს და მილანს უკავშირებენ განაცხადა, რომ ის გუნდის ხელმძღვანელობას მის გაშვებას არასოდეს მოთხოვს.

„უდინეზეს არასოდეს მივმართავ თხოვნით და არც ულტიმატუმს წავუყნებ, რომ მათ მე გამიშვან. მე აქ ბედნიერი ვარ, ამ გუნდმა მომცა ყველაფერი, რასაც დღეს წარმოვადგენ და მათ დატოვებას არ ვაპირებ.“

არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონაზეც ისაუბრა.

„ჩვენ დიეგო ყველას გვენატრება, მთელი არგენტინა მის წინაშე უდიდეს ვალშია, მან მთელი ნაციისთვის უდიდესი საქმე გააკეთა და მთელს ერს ის ყოველთვის ემახსოვრება.“