Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაული:“ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მსურს“

იუვენტუსის და ინტერის სამიზნემ, როდრიგო დე პაულმა განაცხადა, რომ მას ჩემპიონთა ლიგაზე სურს თამაში. უდინეზეს არგენტინელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი გრანდი იჩენს, თუმცა ჯერჯერობით მის სანაცვლოდ 40 მილიონის გადახდა არავინ ისურვა.

„უდინეში მეც და ჩემს მეუღლესაც პირველივე დღიდან შესანიშნავად გვექცეოდნენ, ჩვენ აქ მშობლები გავხდით და ამ ქალაქთან და გუნდთან ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს.

„ჩვენ გვაქვს საყვარელი ადგილები, სადაც სასეირნოდ და სავახშმოდ დავდივართ, უდინეზე კი დამეხმარა, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ამეხდინა და არგენტინის ნაკრებში მეთამაშა.

„ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდთან და ქალაქთან დამშვიდობება ძალიან გამიჭირდება, თუმცა მეორეს მხრივ მე გამოწვევები მიყვარს და მსურს, რომ როგორც ფეხბურთელი უფრო გავიზარდო. მე ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიო ჩემპიონატზე მსურს თამაში, ამისთვის ყოველდღე ბევრს ვშრომობ, ამიტომ მომავალში რა იქნება არავინ იცის.“