Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაულმა გუნდიდან შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და როდრიგო დე პაულის სახელი სიახლეებში უფრო და უფრო ხშირად ჩნდება.

არგენტინელ ფეხბურთელს არაერთ გუნდს უკავშირებენ, მათ შორის ყველაზე ხშირად კი იუვენტუსს და ინტერს.

საკუთარ მომავალზე კომენტარი დე პაულმა გააკეთა.

„მე ყოველთვის მეტი მსურს. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში თამაში წარმოუდგენელი გრძნობა იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან მე იქ ვითამაშებ. თუ ფეხბურთელი ბევრს შრომობს, ის ამას აუცილებლად მოახერხებს.

„მინდა, რომ ამ მომენტისთვის მზად ვიყო. მე არავის არაფერს არ ვაიძულებ და უდინეზეს სწორ დროს დავტოვებ.“

26 წლის ფეხბურთელს უდინეზესთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.