Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაულმა ინგლისური გუნდი უარით გაისტუმრა, არგენტინელს იუვეში სურს

უდინეზეს ნახევარმცველმა, როდრიგო დე პაულმა ლიდს იუნაიტედს უარი განუცხადა და იმედი აქვს, რომ მის ტრანსფერზე იუვენტუსი გააქტიურდება.

ლიდსი მზად იყო, უდინეზეს მიერ მოთხოვნილი 30 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა ფეხბურთელი ჯერჯერობით იუვეს გარდა სხვა ვარიანტებს არ განიხილავს.

ანდრეა პირლომ დე პაულის მიმართ ინტერესი უკვე დააფიქსირა, თუმცა ტურინელებს კონკრეტული ნაბიჯი ჯერჯერობით არ გადაუდგამთ. არგენტინელის იუვეში ტრანსფერს დიბალაც უწყობს ხელს, რომელიც დე პაულის კარგი მეგობარია.

Leave a Reply

Your email address will not be published.