Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაულმა საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა

როდრიგო დე პაულმა, რომელიც არაერთი იტალიური თუ უცხოური გრანდის სატრანსფერო სამიზნეა, საკუთარ მომავალზე კომენტარი გააკეთა და უდინეზედან წასვლისკენ კიდევ ერთხელ მიანიშნა.

„მე იმ ადამიანებთან, ვისთანაც ჩემს მომავალზე ღიად უნდა მესაუბრა, ჩემი აზრი უკვე დავუფიქსირე და მათ ჩემი სურვილის შესახებ იციან, მე უკვე 27 წლის ვარ.

„მე უდინეზეს, გუნდის დირექტორებს და განსაკუთრებით ქომაგებს, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემს გვერდით იდგნენ, დიდ პატივს ვცემ და ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას აღარ ვაპირებ.“