Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაულმა უარით კიდევ ერთი გუნდი გაისტუმრა და იუვეს ელოდება

რამდენიმე დღის წინ მოგახსენეთ, რომ უდინეზეს ფეხბურთელის, დე პაულის გაფორმება კიდევ ერთ გუნდს, ზენიტს მოუნდა, თუმცა Calciomercato-ს ინფორმაციით, რუსებმა არგენტინელი ფეხბურთელისგან მტკიცე უარი მიიღეს.

35 მილიონ ევროდ შეფასებული ფეხბურთელის სურვილი სერია ა-ში დარჩენა და იუვენტუსის შემადგენლობაში პაულო დიბალასთან ერთად თამაშია.

იუვენტუსის გარდა, 26 წლის ფეხბურთელი მილანურ გრანდებს და რამდენიმე ინგლისურ გუნდსაც სურს, თუმცა წყაროს ინფორმაციით მას შემდეგ, რაც იუვენტუსი ცენტრალური თავდამსხმელის პრობლემას მოაგვარებს, ტურინელები დე პაულის ტრანსფერზე გააქტიურდებიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.