Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაულმა უდინეში თავისი ვილა გაყიდა…

როგორც ჩანს, როდრიგო დე პაულის უდინეზედან წასვლას წინ ვეღარაფერი აღუდგება, რადგან მან ახლახანს უდინეში თავისი ვილა გაყიდა, რომელშიც ის ამ პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა.

არგენტინელი ფეხბურთელის გაფორმებაზე ბოლო დღეებში მილანი და ატლეტიკო აქტიურობენ, თუმცა იტალიური მედიის ცნობით, დე პაულის ტრანსფერზე ტურინის იუვენტუსიც გააქტიურდა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ გამოვა ამ ბრძოლაში გამარჯვებული, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, როდრიგო დე პაულის გუნდიდან წასვლა უკვე გადაწყვეტილია.