Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე პაულს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

როდრიგო დე პაული სერია ა-ს ერთ-ერთი მოთხოვნადი ფეხბურთელია და მისი სახელი რამდენიმე უცხოურ გრანდთან ერთად მილანს, იუვენტუსს, ინტერს და ნაპოლის დაუკავშირეს, თუმცა მათ ატალანტას სახით კიდევ ერთი კონკურენტი შეემატათ.

ატალანტამ ჩემპიონთა ლიგის საგზური უკვე მოიპოვა და ზაფხულში გუნდის გაძლიერებას ეცდება, Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით კი დე პაული ბერგამოელების ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება, რომლის სანაცვლოდაც უდინეზე 40 მილიონ ევროს ითხოვს.