Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე პაულს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა

ლიდს იუნაიტედის, ნაპოლის და იუვენტუსის შემდეგ, დე პაულის შეძენის სურვილი კიდევ ერთმა გუნდმა გამოთქვა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ბოლო საათებში უდინეზეს ზენიტის მესვეურები დაუკავშირდნენ და ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია მოითხოვეს.

წყაროს მტკიცებით, რუსული გუნდი მზად არის, ფეხბურთელი იჯარის წესით აიყვანოს, შემდგომში კი უდინეზეს მოთხოვნილი თანხა, 35 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა მათ არგენტინელი ფეხბურთელის დარწმუნება გაუჭირდებათ, რადგან გავრცელებული ინფორმაციით დე პაულს იტალიაში დარჩენა უნდა და იმედი აქვს, რომ კარიერას იუვენტუსში განაგრძობს.

26 წლის ფეხბურთელი უდინეზეს ვალენსიადან 2016 წელს შეუერთდა. მას შემდეგ სერია ა-ში 146 მატჩის გამართვა მოასწრო, 25 გოლის გატანა მოახერხა და 25-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

Leave a Reply

Your email address will not be published.