Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე როსიმ კორონა ვირუსი დაამარცხა

დანიელე დე როსიმ 5 კვირის შემდეგ კორონა ვირუსი დაამარცხა.

ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელს, რომელიც ახლა აძურის სამწვრთნელო შტაბის წევრია, ვირუსი გასული თვის დასაწყისში დაუდასტურდა და მისი მდგომარეობა იმდენად რთული იყო, რომ დე როსის მკურნალობის გავლა საავადმყოფოში მოუწია.

მისმა მეუღლემ და მსახიობმა სარა ფელბერბაუმმა ინსტაგრამზე სურათი გამოაქვეყნა, წარწერით ’37 დღის შემდეგ’.