Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე როსი საავადმყოფოდან გაწერეს

იტალიის და რომას ლეგენდარული ფეხბურთელი დანიელე დე როსი რომის საავადმყოფოდან გაწერეს.

დე როსი, რომელიც იტალიის სამწვრთნელო შტაბს რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა, კორონა ვირუსის გართულების გამო საავადმყოფოში 9 აპრილს გადაიყვანეს, თუმცა მისი მდგომარეობა დასტაბილურდა და მკურნალობას სახლში გააგრძელებს.