Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე როსი:“ ფიორენტინას მწვრთნელი დიდი სიამოვნებით გავხდებოდი“

დანიელე დე როსი, რომელმაც საფეხბურთო კარიერა ახლახანს დაასრულა, მწვრთნელობისთვის ემზადება. ამ და სხვა თემებზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ინტერვიუში ისაუბრა.

„მე ერთ-ერთ სააგენტოს, რომელიც ფეხბურთელების და მწვრთნელების ინტერესებს იცავს, უკვე შევუერთდი.

„სამწვრთნელო ლიცენზიის აღებასთან ძალიან ახლოს ვარ და იმედი მაქვს, რომ მუშაობის შესაძლებლობა მოკლე დროში მომეცემა. ფიორენტინაში და ნებისმიერ სერია ა-ს გუნდში სამუშაოდ დიდი სიამოვნებით მივიდოდი, ეს მართლაც კარგი სტარტი იქნებოდა.“

დე როსის მსგავსად, სამწვრთნელო კარიერას პირლოც ახლახანს იწყებს.

„პირლო მოედანზე ფენომენალური იყო და მას წინ რთული პერიოდი ელოდება, რადგან იუვენტუსის მწვრთნელებზე ყოველთვის დიდი ზეწოლა მოდის, თუმცა ანდრეა ძალიან ძლიერი პიროვნებაა, ძლიერი ხასიათით და ვფიქრობ, ის ამ ყველაფერს გაუმკლავდება.

„წლების განმავლობაში, მე ვნახე ისეთი მწვრთნელები, რომელთა წარმატებაც ნაკლებად მოსალოდნელი იყო, თუმცა მათ დიდ წარმატებებს მიაღწიეს, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ვერასოდეს წარმომედგინა, თუ ამ გზას აირჩევდნენ. მაგალითისთვის, ჯენარო გატუზო და სიმონე ინძაგი მწვრთნელის ამპლუაში არასოდეს წარმომედგინა, თუმცა ორივე მათგანი შესანიშნავად მუშაობს.“

დე როსიმ რომაში შესაძლო დაბრუნებაზეც ისაუბრა.

„რომა თავის ახალ თავგადასავალს იწყებს, მე ჩემსას. ჩემი ნებისმიერი სიტყვა რომას შესახებ ბევრ მითქმა-მოთქმას გამოიწვევს, მე იქ მომუშავე ხალხს ძალიან ვაფასებ და რომაზე საუბრისგან თავს შევიკავებ.

„ტოტის რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე, თუმცა ჩვენ ფეხბურთზე ბევრს არ ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, მე რომა მენატრება, ჯალოროსიში უამრავი წელი გავატარე და სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა.

„რჩევებს ვერც ფრიდკინს მივცემ, თუმცა ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, ის ყველაფერს საკმაოდ კარგად აკეთებს. მას შეეძლო, რომ გულშემატკივრებს წელსვე ტიტულების მოგებას დაჰპირებოდა და მათი გულები მოეგო, თუმცა მან თქვა, რომ გრძელვადიანი პრიექტი აქვთ, რომელსაც დრო დასჭირდება, რაც სავსებით ლოგიკურია.“

Leave a Reply

Your email address will not be published.