Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე როსი:“ ფონსეკა ამდენ კრიტიკას არ იმსახურებს“

დანიელე დე როსიმ ფონსეკა დაიცვა და იმედი გამოთქვა, რომ სამწვრთნელო კარიერას მოკლე დროში დაიწყებს.

„რომა სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილს იკავებს და შემდეგ ტურებში უდინეზეს და ბენევენტოს ხვდება. მე ძალიან მიკვირს, როდესაც მას აკრიტიკებენ.

„მას ჰქონდა გარკვეული ჩავარდნები, რადგან რომას დიდ გუნდებთან თამაში აშკარად უჭირს და რომა ნამდვილად არ არის იმ კალიბრის გუნდი, რომ ასეთ შედეგს შეეგუოს, თუმცა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაშია და ჯერ ყველაფერი წინ არის.

„თამაშის სტილის და შედეგების გათვალისწინებით, ფონსეკა იმ კრიტიკას ნამდვილად არ იმსახურებს, რასაც ბოლო პერიოდში მის მიმართ გამოთქვამენ.“