Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე რუნი:“ატალანტას შეუძლია,პსჟ-ს პრობლემები შეუქმნას“

ატალანტას ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა,რომ ბერგამოელებს პარიზული გუნდისთვის პრობლემების შექმნა შეუძლიათ.

შეგახსენებთ,რომ შეხვედრა ატალანტასა და პსჟ-ს შორის ხვალ,23:00 საათზე,ლისაბონში გაიმართება.

„ისეთი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაში,როგორიც პსჟ-ა,90 წუთი თამაში უფრო მარტივია, ვიდრე 2-მატჩიანი დაპირისპირება.წინ რთული თამაში გველის,თუმცა ჩვენ მათი დამწუხრება შეგვიძლია.

„კენჭისყრის დღიდან ვიცოდი,რომ წინ ძნელი,თუმცა შესანიშნავი თამაში გველოდა, ჩვენ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ.

„ჯგუფურ ეტაპზე პირველი თამაში ზაგრებთან 4 – 0 წავაგეთ და მაშინ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო 8 გუნდს შორის მოვხვდებოდით.

„სერია ა-ს დასრულების შემდეგ დასვენების საშუალება გვქონდა და ეს გუნდს აშკარად დაეტყო, რადგან ასეთი დატვირთული გრაფიკის შემდეგ გადატვირთულები ვიყავით.

„ჩვენ მოწინააღმდეგეებზე მეტს არ დავრბივართ,რადგან მატჩის უმეტეს დროს მოწინააღმდეგეების ნახევარზე ვატარებთ და ამის შეცვლას არც პსჟ-სთან მატჩში არ ვაპირებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.