Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე სანტისი:“ იუვენტუსის, ინტერის და მილანის სკაუტები არგენტინაში იმყოფებიან…“

ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ლორენცო დე სანტისმა დაადასტურა, რომ იტალიური გრანდები რივერ პლეიტის ახალგაზრდა ფორვარდს ხულიან ალვარესს ყურადღებით აკვირდებიან.

„მაქვს ინფორმაცია, რომ მილანის, ინტერის და იუვენტუსის სკაუტები უკვე რამდენიმე კვირაა არგენტინაში იმყოფებიან და ხულიან ალვარესის თამაშს აკვირდებიან, თუმცა მათ გარდა ალვარესის მიმართ ინტერესს სევილია და ატლეტიკო იჩენენ.

„ახლა რივერ პლეიტისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია, რადგან გუნდები ზამთარში ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის – 25 მილიონი ევროს გადახდას სერიოზულად განიხილავენ და არ არის გამორიცხული, რომ ალვარესი რივერის რიგებში ბოლო მატჩებს ატარებდეს.“