Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე სიერვო:“ იუვე – ნაპოლის მატჩს ვერ გადავდებდით“

სერია ა-ს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ პარტენოპეიმ მატჩის გადასადებად საკმარისი მიზეზი ვერ წარმოადგინა.

ნაპოლის იუვესთან მატჩში 3 – 0 მარცხი ჩაეთვალა და დისციპლინარული კომისიის გადაწყვეტილებით ერთი ქულაც ჩამოერთვა.

„ჩვენი მისიაა, რომ სეზონი ბოლომდე მივიყვანოთ. სერია ა-ს იუვე – ნაპოლის მატჩის გადადება არ შეეძლო. არსებობს პროტოკოლი, რომელიც მუშაობს და მას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. იმ საბუთებით, რაც ნაპოლიმ მოგვაწოდა, მატჩის გადადების არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნდა.“