Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე შილიომ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

მატია დი შილიომ აღიარა, რომ მას ლიონში დარჩენა სურს, თუმცა არც პრემიერ ლიგაში თამაშზე იტყოდა უარს

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი ფეხბურთელი ლიონს იჯარის წესით ოქტომბერში შეუერთდა.

„თავიდან ლიონში გადმოსვლას სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. მე შესანიშნავ გუნდში ვთამაშობ და დამთხვევა არ არის, რომ ლიონმა გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგიდან იუვენტუსის და სიტის გამოგდება მოახერხა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ლიონში დარჩენის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა თუ გუნდის შეცვლა მაინც მომიწევს, ინგლისში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი.

„პრემიერ ლიგა და განსაკუთრებით შელსი ძალიან მომწონს, მაგრამ ახლა მთელი ყურადღება ლიონზე მაქვს გადატანილი და ჩვენ გვსურს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ.