Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე შილიოს რომაში ტრანსფერი ჩაშლის პირას არის

რომას უკანახაზელი, რიკ კარსდორპი ჯენოაში გადასვლასთან ახლოს იყო, ჯალოროსი კი მის შემცვლელად იუვენტუსის მატია დე შილიოს ტრანსფერს განიხილავდა, თუმცა Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ნიდერლანდელმა ფეხბურთელმა ჯენოაში გადასვლა გადაიფიქრა.

ალფრედო პედულას ინფორმაციით, იუვენტუსი, რომა და დე შილიო ტრანსფერის ყველა დეტალზე შეთანხმებულები იყვნენ. რომა კარსდორპის სანაცვლოდ 7 მილიონს მიიღებდა, ამ თანხას კიდევ 3 მილიონს დაამატებდა და დე შილიოს ტურინული კოშმარიც დასრულდებოდა, თუმცა…

იტალიური მედიის ინფორმაციით, კარსდორპის რომაში დარჩენის მიუხედავად, დე შილიო შესაძლოა რომაში მაიცნ გადავიდეს, თუმცა მხოლოდ იჯარის წესით, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

Leave a Reply

Your email address will not be published.