Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე შილიოს უარი სელტიკს

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, სელტიკი გუშინ იუვენტუსს დაუკავშირდა და დე შილიოს ტრანსფერზე მუშაობის დაწყება სცადა, რისი წინააღმდეგიც არც ტურინული კლუბი არ არის, თუმცა 27 წლის ფეხბურთელმა კარიერის სელტიკ პარკზე გაგრძელება არ ისურვა.

27 წლის იტალიელი ფეხბურთელი იუვენტუსის ღირსებას უკვე 4 წელია იცავს, თუმცა ტრავმების ფონზე მას რეგულარული სათამაშო დრო არასოდეს ეძლეოდა და პირლომ ნათლად დააფიქსირა, რომ ფეხბურთელი მის გეგმებში არ შედის. მას ახალი გუნდის საპოვნელად 2 დღე დარჩა, წინააღმდეგ შემთხვევაში სათადარიგოთა სკამზე კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევს…