დე შილიო გუნდს რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება

იუვენტუსის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა,რომ მატია დე შილიოს ტრავმა საკმაოდ სერიოზულია და ფეხბურთელი მოედანზე რამდენიმე კვირა ვერ გავა.

უკანახაზელმა ტრავმა სერია ა-ს დაპირისპირებაში მიიღო,სადაც იუვენტუსმა ბოლონია ანგარიშით 2 – 0 დაამარცხა.

„მატიას მარცხენა ფეხის ბიცეფსის დაზიანება აღენიშნება და რამდენიმე კვირა თამაშს ვერ შეძლებს.უფრო დეტალური ტესტები მას 10 დღის შემდეგ ჩაუტარდება და ზუსტი პასუხიც მაშინ გახდება ცნობილი.“ ვკითხულობთ ბიანკონერის განცხადებაში.

ეს გუნდისთვის ძალიან ცუდი ამბავია,რადგან დე შილიოს გარდა ალექს სანდროსაც ტრავმა აქვს,ხოლო დანილომ ბოლონიასთან შეხვედრაში წითელი ბარათი მიიღო და როგორც ჩანს,ბლეიზ მატუიდის მოუწევს მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაში.

Leave a Reply

Your email address will not be published.