Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე შილიო:“ პირლოს იუვენტუსს შესანიშნავად მოვერგებოდი“

იუვენტუსის საკუთრებაში მყოფი მატია დე შილიოს აზრით, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ლიონში ასპარეზობს, ის პირლოს იუვეს იდეალურად შეეწყობოდა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ამ იუვენტუსს კარგად მოვერგებოდი. მე ორივე ფლანგზე და 3-მცველიან სისტემაში შემიძლია თამაში, ამიტომ გუნდს გამოვადგებოდი.

„გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და იუვეს გარკვეული დრო დასჭირდება. მათ სეზონის წინ მოსამზადებლად დრო საერთოდ არ ჰქონიათ, თუმცა ვფიქრობ, რომ ძალიან მალე პირლოს იუვენტუსი ძალიან კარგ შედეგს დადებს.

„პირლო მანჩინის ძალიან მაგონებს, ორივე მათგანს შემტევი ფეხბურთის თამაში უყვართ. განსხვავება ის არის, რომ მანჩინის გუნდში შეტევაში მხოლოდ ერთი მცველი ერთვება, პირლოს იუვეში კი შეტევაში თითქმის მთელი გუნდია ჩართული.“