Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე შილიო:“ ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება…“

იუვენტუსის უკანახაზელმა მატია დე შილიომ, რომელმაც რომას კარში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ტურინელებს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„დღეს ჩვენ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, რის გამოც ბედნიერები ვართ. მეორე ტაიმი ჩვენ ძალიან ცუდად დავიწყეთ და ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ დღეს იუვენტუსმა თავისი ძლიერი ხასიათი გამოავლინა და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.

„ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს და ვიცით, რომ მეტის გაკეთება შეგვიძლია. ახლა წინ კიდევ ერთი ურთილესი დაპირისპირება გველოდება, რომლისთვისაც მომზადება უნდა დავიწყოთ.

„იმედი მაქვს, რომ ასეთ ხასიათს ჩვენ ყველა შეხვედრაში გამოვავლენთ და ეს ჩვენი დამატებითი იარაღი გახდება.“