Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დე შილიო 3 ესპანურ გუნდს სურს

იუვენტუსის უკანახაზელი, მატია დე შილიო 3 ესპანურ გუნდს სურს. ვალენსიას მხრიდან ინტერესზე უკვე მოგახსენეთ და მათ კონკურენციას სევილია და ვილიარეალი გაუწევენ.

27 წლის ფეხბურთელმა სხვადასხვა ტრავმებისა და ფორმის ნაკლებობის გამო მიმდინარე სეზონში იუვენტუსის რიგებში მხოლოდ 9 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დე შილიო მსურველების ნაკლებობას მაინც არ განიცდის.

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსი დე შილიოს გუნდიდან გაშვებას გეგმავს და ნებისმიერ წინადადებას განიხილავს.

ყველაზე რეალური ვარიანტი იტალიელი მცველისთვის სევილიაში გადასვლაა, სადაც სპორტული დირექტორის თანამდებობას მონჩი იკავებს, რომელიც იტალიაში, კერძოდ კი რომაში მუშაობდა და ფეხბურთელს ასე თუ ისე უკეთ იცნობს.

სევილიას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს – ისინი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებენ, რითიც დანარჩენი ორი გუნდის წარმომადგენლები ვერ დაიკვეხნიან.

Leave a Reply

Your email address will not be published.