Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ძერბი ბრაიტონს უახლოვდება…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი რობერტო დე ძერბი, რომელსაც გასულ დღეებში იუვენტუსს უკავშირებდნენ, დიდი ალბათობით ბრაიტონს ჩაიბარებს.

43 წლის მწვრთნელი შახტარის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი და იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ იუვენტუსი მას მაქს ალეგრის ერთ-ერთ შემცვლელად განიხილავდა, მაგრამ როგორც ჩანს, იტალიელმა ახალი გუნდი უკვე იპოვნა.

SportItalia-ს ინფორმაციით, ბრაიტონსა და დე ძერბის აგენტს შორის არაერთი პოზიტიური შეხვედრა გაიმართა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ის კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.