Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ძერბი:“ ინტერი ახლა უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ სეზონში“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა რობერტო დე ძერბიმ, რომელიც ახლა შახტარს უდგას სათავეში, ინტერთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„მე აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ უკვე ერთი ტიტულის მოგება მოვახერხეთ და ვფიქრობ, რომ გუნდი განვითარების სწორ გზაზე დგას. ჩვენ ერთად მუშაობა გვსიამოვნებს, რაც წარმატებისთვის ძალიან მნიშნელოვანი ასპექტია.

„ხვალ ჩვენ სერიოზული გამოცდა გველოდება გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ სეზონში სკუდეტოს მოგება მოახერხა და მიუხედავად იმისა, რომ მათი შემადგენლობა რამდენიმე ძლიერმა ფეხბურთელმა დატოვა, ნერაძური ახლა უფრო სრულყოფილი და ძლიერი გუნდია.

„ჩვენ მოედანზე ბოლომდე ბრძოლას და ჩვენი იდენტობის შენარჩუნებას ვგეგმავთ. შესაძლოა ფავორიტად არავინ მიგვიჩნევს, მაგრამ შახტარი აუცილებლად იბრძოლებს.“