Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ძერბი:“ ინტერი ლუკაკუს გარეშე განსხვავებულია, მაგრამ არა სუსტი“

შახტარის თავკაცმა რობერტო დე ძერბიმ ჩემპიონთა ლიგაზე ინტერთან მატჩის წი ნკომენტარი გააკეთა.

„სიმონე ინძაგის მენტალურად და ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს. ედინ ჯეკოს რომელუ ლუკაკუსგან განსხვავებული მახასიათებლები აქვს, ამიტომ ნერაძურის თამაში შეიცვალა, მაგრამ საერთო ჯამში გუნდი არ დასუსტებულა.

„სკუდეტოსთვის ბრძოლა ? მილანმა და ნაპოლიმ შესანიშნავი სტარტი აიღეს, ინტერს კი ახალ მწვრთნელთან შესაგუებლად გარკვეული დრო დასჭირდა, თუმცა ახლა ისინი თავის რეალურ სახეს ყველას აჩვენებენ. ატალანტა თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის და ასევე არასოდეს შეიძლება იუვენტუსის დავიწყება.“