დე ძერბი პრემიერ ლიგას უახლოვდება
იტალიური მედიის ინფორმაციით, რობერტო დე ძერბი კარიერას დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში გააგრძელებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, იტალიელ სპეციალისტს, რომელიც შახტარის დატოვების შემდეგ გუნდის გარეშე არის დარჩენილი, ბრაიტონი ეპატიჟება, რომელიც თავის მხრივ ჩელსიში წასული გრეჰემ პოტერის შემცვლელის ძიებაშია.