Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დე ძერბი:“ სასუოლოს სეზონის ბოლოს დავტოვებ“

სასუოლოს თავკაცმა რობერტო დე ძერბიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, რომ ის სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს და დიდი ალბათობით იტალიური სპეციალისტი კარიერას შახტარში გააგრძელებს.

„გასული ტურის მატჩის წინ მე ფეხბურთელებს ვესაუბრე და მათ ვუთხარი, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დავტოვებ. ეს არის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ძალიან გამიჭირდა და ამის გამო ბედნიერი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ სასუოლოში ჩემი თავი ამოვწურე.

„ვფიქრობ, რომ 3 წელი მუშაობის შემდეგ, ჩემი მაქსიმუმი ვაჩვენე და როგორც პროფესიონალი ვხედავ, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.“