Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიავარას აგენტი:“ რომა უნდა ჩამოყალიბდეს“

ამადუ დიავარას აგენტმა ფეხბურთელის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე გააკეთა კომენტარი.

23 წლის დიავარა ჯერ კიდევ რომას 22-წლამდელთა გუნდში ირიცხება, რაც მისი აგენტის თქმით ფეხბურთელს ძალიან არ სიამოვნებს.

„დიავარა ძირითადი გუნდის განაცხადში არ არის და ამის გამო ის ძალიან წუხს. ის რომაში ყოფნით ძალიან ბედნიერია და უნდა, რომ ჯალოროსის ახალი პროექტის ნაწილი იყოს, თუმცა გუნდის მხრიდან ასეთი მიდგომა გარკვეულ კითხებს აჩენს.

„სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირა დარჩა და ჩვენ გუნდის მხრიდან კონკრეტულ პასუხებს ვითხოვთ, სურთ თუ არა მათ ამადუს შენარჩუნება.“