Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიავარას კორონა ვირუსი აქვს

რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ ნახევარმცველს, ამადუ დიავარას კორონა ვირუსი აქვს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, დიავარას არც ერთ თანაგუნდელთან კონტაქტი არ ჰქონია და საფრთხე იმისა, რომ მან ვირუსი რომას რომელიმე წევრს გადადო, მინიმალურია.

ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ინფორმაცია თავად დაადასტურა:

„გამარჯობათ ყველას. რამდენიმე წუთის წინ მივიღე პასუხი ტესტზე და სამწუხაროდ კორონა ვირუსი დამიდასტურდა.

„გარწმუნებთ, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ვირუსის დამახასიათებელი არანაირი სიმპტომი არ მაქვს. იმედი მაქვს, რომ ვირუსს მალე დავამარცხებ და გუნდს დავუბრუნდები.“