Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასის აგენტი მილანშია

ბრაჰიმ დიასი მილანისთვის სეზონის დასკვნით ფაზაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა და გასაკვირი არ არის, რომ როსონერის მისი შენარჩუნება სურს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის აგენტიი მილანში იმყოფება და როსონერის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავს, რის შემდეგაც მალდინი წინადადებით უშუალოდ რეალს მიმართავს.

წყაროს ცნობით, მილანს დიასის იჯარის გახანგრძლივება სურს, თუმცა ამჯერად მის კონტრაქტში გამოსასყიდი პუნქტის ჩამატება უნდა. რეალი იჯარაზე თანახმაა, თუმცა რამდენად მოინდომებს ბრაჰიმის საბოლოოდ დაკარგვას, ამ ეტაპზე რთული სათქმელია…

გათიშვა