Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ ატლეტიკო ძლიერია, მაგრამ მარტივი მატჩი არც მათთვის იქნება“

სტეფანო პიოლის შემდეგ (იხილეთ აქ), ატლეტიკოსთან მოახლოებულ მატჩზე ბრაჰიმ დიასმაც ისაუბრა.

„წინ ძალიან რთული მატჩი გველოდება, რადგან ატლეტიკოს შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მაგრამ მარტივი გასეირნება არც მათ ელოდებათ.

„ჩემი პროგრესი ? მე თავს საჭირო ფეხბურთელად ვგრძნობ. ვიცი, რომ კარგი სტარტი მაქვს და გუნდის მხრიდან ნდობა თავდაჯერებულობას მმატებს. რა თქმა უნდა, ჩემი კარგი თამაში ჩემი თანაგუნდელების დამსახურებაც არის, ჩვენ ყველანი ერთიანი ვართ და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით, რაც საქმეს გვიადვილებს.

„ჩვენ ვიცით, თუ რამდენად რთული შეხვედრა გველოდება ხვალ, მაგრამ მილანი მოედანზე მოსაგებად გავა.

„იქნება თუ არა ჩემთვის ატლეტიკოსთან მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანი მადრიდის რეალის გამო ? არა, მე ახლა მილანის ფეხბურთელი ვარ, აქ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და წარმატების მიღწევა როსონერისთვის მსურს.

„ჩემპიონთა ლიგაზე მილანის მაისურით ასპარეზობა დიდი პატივია. უბრალოდ შეხედეთ, თუ რამდენი ტიტული აქვს მილანს მოგებული. ხვალ ქომაგებს ძალიან კარგი სანახაობა ელოდებათ და იმედი მაქვს, რომ სან სიროზე მოსულ გულშემატკივრებთან ერთად ჩვენ სასურველი შედეგის მიღწევას მოვახერხებთ.“