Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ მილანის დონის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა თამაშობდეს“

ბრაჰიმ დიასმა Sport Mediaset-თან საკუთარ მომავალზე და გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„მილანში ძალიან ბედნიერი ვარ, მე შესანიშნავ ქალაქში ვცხოვრობ და დიდებულ გუნდში ვთამაშობ, რომელსაც გამორჩეული ქომაგები ჰყავს.

„ჩემთვის ახლა პრიორიტეტი მილანი და გუნდთან ერთად დასახული მიზნის მიღწევაა. გუნდში თავს მნიშვნეოვან ფეხბურთელად ვგრძნობ და ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩემი მოამვალი ჩემს ხელში არ არის, თუმცა მე ნებისმიერ შემთხვევასი ბოლომდე დავიხარჯები.

„ჩემპიონთა ლიგა ? მილანის დონის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ყოველთვის უნდა თამაშობდეს. ამას მილანის ქომაგები დიდი ხანი ელოდებოდნენ და მათ ეს ნამდვილად დაიმსახურეს. საბედნიეროდ ჩვენ მიზანთან ახლოს ვართ, თუმც საბოლოო ნაბიჯი გადასადგმელი გვაქვს.“