Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

დიასი:“ მილანის მაისურის ტარება დიდი პატივია“

ბრაჰიმ დიასმა, რომელიც მომავალ სეზონში 21-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, როსონერიში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

შემტევი ნახევარმცველი დიავოლოს 1-წლიანი იჯარით შეუერთდა და მიუხედავად იმისა, რომ მილანს მისი გამოსყიდვის უფლება კონტრაქტით არ აქვს, ჯენტლმენური შეთანხმების საფუძველზე გუნდები დიასის ტრანსფერს აუცილებლად განიხილავენ.

„ჩემი პირველი დღეები მილანში ძალიან პოზიტიურად მიდის. გუნდში მოსვლის პირველივე წამიდან შეგიძლია თქვა, რომ გამორჩეულ გუნდში მოხვდი.

„მილანის მაისურის ტარება დიდი პატივია, გუნდი, რომელსაც უდიდესი ისტორია და შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს.

„ტეო ერნანდესთან ჯერჯერობით არ მისაუბრია, თუმცა ვიცი, რომ ის თბილად დამხვდება და საჭირო რჩევებს მომცემს.

„ვფიქრობ, რომ ადაპტაცია არ უნდა გამიჭირდეს, რადგან მილანს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს.

„მე ზიდანთან და გუარდიოლასთან მუშაობის ბედნიერება მქონდა, ორივე მათგანს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვთ და იტალიაზე ყოველთვის დადებითად საუბრობდნენ, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ აქ მეც მომეწონება.

„იმ მაისურის ტარება, რომელსაც გასულ სეზონში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ატარებდა, დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ის მილანის სიმბოლო და ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად შესანიშნავი წელი გვექნება.“

Leave a Reply

Your email address will not be published.