Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ მილანი მთელი გულით მიყვარს…“

MILAN, ITALY - JULY 18: AC Milan unveil renews contract with Brahim Diaz at Casa Milan on July 18, 2021 in Milan, Italy. (Photo by Pier Marco Tacca/Getty Images)

მილანის ახალმა ათიანმა ბრაჰიმ დიასმა, რომელიც გუნდს 2-წლიანი იჯარით შეუერთდა და როსონერის მისი გამოსყიდვა 22 მიმლიონად შეუძლია, Milan TV-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე მილანში, ამ დიდებულ გუნდში დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ გასულ სეზონში ერთად მნიშვნელოვან შედეგებს მივაღწიეთ, მაგრამ წინ კიდევ უფრო რთული გამოწვევები გველოდება და ეს ფერები თითოეული ჩვენგანისგან 100 პროცენტით დახარჯვას იმსახურებენ, მე კი სწორედ ამას ვაპირებ.

„რატომ 10 ნომერი ? 21-ნომრიანი მაისური ყოველთვის მომწონდა, მაგრამ ამავდროულად 10 ნომერიც გამორჩეულია, მილანში კი ეს მაისური ორმაგ დატვირთვას ატარებს, რადგან გუნდის ისტორიაში ის არაერთ გამორჩეულ ჩემპიონს ეცვა.

„მე მილანი ძალიან მიყვარს და მისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ. 10-ნომრიანი მაისური ჩემგან მოლოდინებს უფრო ზრდის, თუმცა მე ამისთვის მზაზდ ვარ. ეს მაისური მოტივაციას მმატებს და მინდა, რომ ჩემი ტალანტი მაქსიმალურად გამოვავლინო, რითიც გუნდს მიზნების მიღწევაში დავეხმარები.

„გასული სეზონი ? მე აქ შესანიშნავი დრო გავატარე და პარალელურად გავიგე, თუ რამდენად დიდია მილანი და მისი ისტორია. ჩვენ გასულ სეზონში პოზიტიური შედეგები დავაფიქსირეთ, მაგრამ ჩვენ უფრო მაღალი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ვფიქრობ, რომ ამისთვის ჩვენ მზად ვართ.

„პიოლი ? მილანის გუნდურობა და სულისკვეთება სწორედ მისტერ პიოლის დამსახურებაა. მან ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების შესანიშნავი ბალანსი შექმნა და ჩვენ ერთად განვითარება გვსურს.

„მისი დახმარებით ჩვენ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ, მაგრამ ეს ჩვენი მაქსიმუმი არ არის და ჩვენ დაუღალავად მუშაობა უნდა განვაგრძოთ.

„ვისაუბრე თუ არა ანჩელოტისთან ? დიახ, ჩვენ მილანზე ვისაუბრეთ. მას როსონერი ძალიან უყვარს და მითხრა, რომ ამ გუნდისთვის ბოლომდე დავიხარჯო. ის ჩემი დაბრუნების გამო ძალიან ბედნიერი იყო.

„მილანის ქომაგები ? ერთი სული მაქვს, როდის დაბრუნდებიან ისინი სტადიონზე, ჩემთვის ეს უნიკალური გამოცდილება იყო. მილანს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრი ქომაგი ჰყავს, რაც გამაოგნებელია. ისინი ჩვენ გასულ სეზონში ყოველთვის გვერდში გვედგნენ და რთულ მომენტებშიც კი რწმენას არ კარგავდნენ.“