Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი მილანში დაბრუნდა

ბრაჰიმ დიასი რამდენიმე წუთის წინ მილანის აეროფორტში ჩაფრინდა, სადაც ის შემოწმებას გაივლის და მილანს ამჯერად 2-წლიანი იჯარით შეუერთდება.

წინა იჯარისგან განსხვავებით, დიდი ალბათობით მილანს ამჯერად მისი გამოსყიდვის საშუალება ექნება, რის სანაცვლოდაც საერთო ჯამში 25 მილიონს გადაიხდის, თუმცა ბლანკოსს მისი დაბრუნება 27 მილიონის სანაცვლოდ შეეძლება. სავარაუდოდ დიასი მომდევნო სეზონიდან 10-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.