Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ მომდევნო სეზონში მეტი გოლის გატანა მსურს…“

მილანის გამთამაშებელმა ბრაჰიმ დიასმა Milan TV-სთან ინტერვიუს დროს საინტერესო თემებზე ისაუბრა.

დიასმა საუბარი მადრიდის რეალთან მატჩის შესახებ დაიწყო და იუვენტუსთან გამარჯვებაც გაიხსენა.

„ჩვენ რეალის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, გუნდს ენთუზიაზმი და გამარჯვების სურვილი აშკარად ეტყობოდა და რაც მთავარია, ჩვენ ისეთივე გუნდურობა გვეტყობოდა, როგორც გასულ სეზონში.

„სამწუხაროდ გოლის გატანა ვერ მოვახერხე, თუმცა მომდევნო სეზონში მსურს, რომ მაქსიმალურად ბევრი გოლი გავიტანო და თანაგუნდელბს გავატანინო. იუვენტუსის კარში გატანილი გოლი გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი იყო და იმედია გუნდს კიდევ ბევრჯერ გამოვადგები.

„იბრა ? ის შესანიშნავია, მას ყველა უყვარს და ცდილობს, რომ საჭირო რჩევები მოგცეს. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და როდესაც მოედანზეა, სხვაობას ქმნის, როდესაც ვერ თამაშობს კი მთელი გულით გქომაგობს და გაიძულებს, რომ შენი მაქსიმუმი აჩვენო.

„ჩემი მილანში დაბრუნება ? ჩემთვის როსონერის მაისურით თამაში დიდი პატივია და ვამაყობ, რომ დაბრუნების საშუალება მომეცა. აქ ყოფნის გამო ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში გავსებულ სან სიროსაც ვიხილავ.“