Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ რეალი ? მე მხოლოდ მილანზე ვარ კონცენტრირებული“

მილანის ფეხბურთელმა ბრაჰიმ დიასმა El Pais-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ჩემი პოზიცია ? მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ხაზებს შორის არსებულ სივრცეებს კარგად იყენებს, თუმცა 4-3-3-ში მე როგორც ფლანგზე, ასევე ცრუ ცხრიანის პოზიციაზეც შემიძლია თამაში. მე გამიმართლა, რომ ორივე ფეხის გამოყენება კარგად შემიძლია, რაც მცველის წინააღმდეგ თამაშის დროს გარკვეულ უპირატესობას მაძლევს.

„იბრა ? მე მის ბევრ თვისებას ავიღებდი. ვისურვებდი, რომ გოლების გატანა მასსავით შემეძლოს, მისნაირად მესმოდეს ფეხბურთის დეტალები, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ გამოცდილებასთან ერთად მოდის. იბრა ყოველთვის კარგ რჩევებს გვაძლევს, გვეუბნება განსხვავებულ სიტუაციებში რა პოზიციები უნდა ავარჩიოთ. ზლატანი სრულყოფილი ფორვარდი და შესანიშნავი თანაგუნდელია.

„ატლეტიკოსთან მატჩი ? ჩვენ მილანში მათ წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, თუმცა ბარათმა ყველაფერი შეცვალა. დღეს ჩვენ მოედანზე მოსაგებად გავალთ, რადგან სხვა გზა არ გვაქვს.

„ჩემი მომავალი რეალში ? მე ახლა მილანის ფეხბურთელი ვარ და ვცდილობ, რომ თითოეულ მატჩში როსონერის მაისურით 100 პროცენტით დავიხარჯო. რა თქმა უნდა, ბლანკოსს ვაკვირდები, მაგრამ ახლა მე აქ ვარ და ისეთი დიდებული გუნდის რიგებში ვთამაშობ, როგორიც მილანია.“