Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ ჩვენ სკუდეტოსთვის ბრძოლა შეგვიძლია“

მილანის ახალმა ათიანმა ბრაჰიმ დიასმა სტეფანო პიოლის, იბრას, ჟირუს და 10-ნომრიანი მაისურის შესახებ ისაუბრა.

„პიოლი ? მან მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა. მართალია ლა ლიგა და სერია ა ძალიან განსხვავდება, მაგრამ ბურთს ენა არ აქვს და ის მოედანზე საუბრობს. სერია ა-ში უამრავი გამორჩეული ტალანტია.

„სტეფანო პიოლი გასულ სეზონში ჩვენს წარმატებაში ფუნდამენტალური ფიგურა იყო და მისი წყალობით ჩვენ ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ.

„იბრა ? ის შესანიშნავია, ზლატანი ყოველთვის მნიშვნელოვან და გამოსადეგ რჩევებს გვაძლევს. მას ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებს და ყოველთვის, როდესაც ის მოედანზეა, სხვაობას ქმნის.

„ის მთელი კარიერის განმავლობაში უმაღლეს დონეზე თამაშობს. იბრა მოტივატორია, რომელიც მოედანზე მოდუნების საშუალებას არ გაძლევს, მისი ხასიათი კი როგორც საკუთარი დავიდან, ასევე ჩვენგან მაქსიმუმს ითხოვს.

„ჟირუ ? კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი, რომელსაც საჯარიმოში ნებისმიერი მომენტის გოლად ქცევა შეუძლია, მოედანს მიღმა კი ის უბრალოდ შესანიშნავიადამიანია და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთან ერთად არის.

„ფავორიტები მომდევნო სეზონში ? სერია ა-ში უამრავი გამორჩეული გუნდია, მაგრამ ჩვენ კონცენტრაცია მხოლოდ საკუთარ თამაშზე უნდა გავაკეთოთ და ყველა ტურნირზე მაქსიმუმისთვის ვიბრძოლოთ.

„ფავორიტის დასახელება გამიჭირდება, მე ის ვიცი, რომ ჩვენ უნიჭიერესი გუნდი გვყავს და განვითარებაზე უნდა ვიმუშაოთ. სკუდეტო ჩვენი სამიზნეა და ჩვენ მისთვის ვიბრძოლებთ. ჩვენ გასულ სეზონში დავინახეთ, რომ ამის გაკეთება ნამდვილად შეგვიძლია.

„10 ნომერი ? მე ვარ ფეხბურთელი, რომელსაც ყოველთვის თავის საუკეთესოდ წარმოჩენა სურს. მე ვიცი, თუ რამდენად საპასუხისმგებლოა ეს მაისური, თუმცა მე ყველაფრისთვის მზად ვარ.“