Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასი:“ ჩვენ უკვე კალიარისთან მატჩზე ვფიქრობთ“

ტორინოსთან მატჩის შემდეგ, კომენტარი ბრაჰიმ დიასმა გააკეთა.

„ჩვენ შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ და სასურველი შედეგიც მოვიპოვეთ. ვფიქრობ, რომ საფინალო სასტვენამდე თამაში მეტოქე გუნდის დაფასებაა და ჩვენ სწორად მოვიქეცით, ახლა კი კალიარისთან მატჩზე ვფიქრობთ.

„მე გუნდის და საკუთარი შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა ახლა მთელი კონცენტრაცია მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ, რომელში გამარჯვების შემთხვევაში ჩვენს მთავარ მიზანს გავინაღდებთ და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ.“