Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიასს მილანში დარჩენის იმედი აქვს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბრაჰიმ დიასს რეალში დაბრუნება არ სურს და იმედი აქვს, რომ მილანი მას სეზონის ბოლოს გამოისყიდის.

Corriere dello Sport-ის ცნობით, ესპანელ ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ მას ბლანკოსში დაბრუნების შემთხვევაში ბევრი სათამაშო დრო არ მიეცემა, ამიტომ იტალიაში დარჩენის იმედი აქვს.

შეგახსენებთ, რომ დიასის მიმდინარე 2-წლიანი იჯარა მილანში სეზონის ბოლოს იწურება. იტალიურ გრანდს მისი გამოსყიდვა 22 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია, ბლანკოსს კი ფეხბურთელის დაბრუნება 27 მილიონის გადახდის შემთხვევაში შეეძლება, მაგრამ გავრცელებული ცნობების თანახმად, მილანი გამოსასყიდი თანხის გადახდას არ აპირებს და თუ ესპანელები მის შემცირებას არ დათანხმდებიან, დიასი რეალს დაუბრუნდება.