Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალამ არგენტინის ნაკრებში ადგილი დაკარგა…

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე არგენტინა ჩილესთან და კოლუმბიასთან მატჩებს გამართავს და ლიონელ სკალონიმ სერია ა-დან 10 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა მათ შორის პაულო დიბალა ვერ მოხვდა.

ლა ჯოიამ ტრავმების გამო მიმდინარე სეზონში მხოლოდ 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო კი ნაკრებში ადგილი დაკარგა.

სერია ა-დან არგენტინის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების სია კი ასეთა:

ხოაკინ კორეა, ხუან მუსო, როდრიგო დე პაული, ნაჰელ მოლინა, ნიკო დომინგესი, ლაუტარო მარტინესი, ხერმან პეცელა, ლუკას მარტინესი, კრისტიან რომერო და ჯოსე ლუის პალომინო.