Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალამ გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო

პაულო დიბალამ, რომელმაც ტრავმის გამო ბარსელონასთან ამხანაგური მატჩი გამოტოვა, დღეს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და რამდენიმე წყაროს ინფორმაციით, ის ატალანტას წინააღმდეგ თამაშს მოახერხებს.

იუვენტუსი კიდევ ერთ და სეზონის დაწყებამდე საბოლოო ამხანაგურ შეხვედრას ბერგამოელთა წინააღმდეგ 14 აგვისტოს, ტურინში გამართავენ და რომეო აგრესტის ინფორმაციით, ლა ჯოია ლა დეას წინააღმდეგ ალეგრის განკარგულებაში იქნება.