Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალამ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

პაულო დიბალასთან იუვენტუსი ახალი ხელშეკრულების შესახებ შეთანხმების მიღწევას კვლავ ვერ ახერხებს და არაერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაფხულში ლა ჯოია იუვენტუსს დატოვებდა.

თუმცა, Tuttosport-ის ინფორმაციით, პაულო დიბალა იუვენტუსის დატოვებას არ აპირებს და ახალ კონტრაქტზე რომც ვერ შეთანხმდნენ, ის მომდევნ ოსეზონში ბიანკონერის რიგებში ითამაშებს.

დიბალას კონტრაქტი იუვენტუსთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და არ არის გამორიცხული, რომ ბებერმა ქალბატონმა არგენტინული მარგალიტი უფასოდ დაკარგოს.

გათიშვა