Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

პაულო დიბალა, რომელმაც ტრავმა არგენტინის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო, იტალიაში დაბრუნდა და J Medical-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

TuttoJuve-ს ინფორმაციით, არგენტინელ ფეხბურთელს არანაირი სერიოზული ტრავმა არ დაუდასტურდა, თუმცა მისი თამაში ლაციოს წინააღმდეგ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ არის.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსის სამედიცინო შტაბი მას ხვალინდელი ვარჯიშის დროს ყურადღებით დააკვირდება და თუ არგენტინელ ფეხბურთელს რაიმე სახის დისკომფორტი შეექმნა, მაქსს არწივების წინააღმდეგ თამაში მის გარეშე მოუწევს.