Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

დიბალას აგენტი ლონდონშია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, იუვენტუსის ფორვარდის პაულო დიბალას აგენტი ლონდონში იმყოფება და ადგილობრივი გუნდების წინადადებებს ისმენს.

ლა ხოია, რომელიც სეზონის ბოლოს ბიანკონერის რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ახალი გუნდის ძიებაშია და როგორც იტალიაში, ასევე ინგლისში მას მსურველები მრავლად ჰყავს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, ინგლისში დიბალას მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს არსენალი იჩენს და თუ არგენტინელი პრემიერ ლიგაში გადასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, დიდი ალბათობით ის სწორედ მეთოფეების რიგებს შეუერთდება.